ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 2025-2026 ს/წ შემოდგომის სემესტრის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვება მოიპოვეს ბაკალავრიატის საფეხურის შემდეგმა სტუდენტებმა:
I სექცია – კერძო სამართლის მიმართულება:
I ადგილი:
კაჭარავა ვალერი (სემესტრი V), მოხსენების სათაური: „უსაფრთხო შრომითი გარემო, როგორც დამსაქმებლის ვალდებულება და მისი გამოვლინების ფორმები ქართული კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე“
II ადგილი:
ჭარელიძე ანა (სემესტრი III), მოხსენების სათაური: „საავტორო უფლება და ხელოვნური ინტელექტი - თანამედროვე გამოწვევები და სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბების აუცილებლობა“
III ადგილი:
i) თეიმურაზიანი დიმიტრი (სემესტრი V), მოხსენების სათაური: „პაციენტის ინფორმირებული თანხმობის დარღვევისას მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ფარგლები“
ii) ნიორაძე გიორგი (სემესტრი III), მოხსენების სათაური: „გარდაცვლილი პირის ღირსების დაცვა და საკანონმდებლო ობსესია“
II სექცია – სისხლის სამართლის მიმართულება:
I ადგილი:
i) კალიჩენკო ლალი (სემესტრი VII), მოხსენების სათაური: „ფემიციდის დანაშაულის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პროცედურული მექანიზმები; ეროვნული და საერთაშორისო ხედვები“
ii) ლომაშვილი ნინო (სემესტრი VII), მოხსენების სათაური: „ვირტუალურ აქტივზე კონტროლის დამყარების მექანიზმი, როგორც ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპი“
II ადგილი:
გურეშიძე ლანა (სემესტრი V), მოხსენების სათაური: „სუროგაციის ექპლუატაცია, როგორც ტრეფიკინგის ფორმა-სამართლებრივ ჩარჩოში არსებული ხარვეზების შეფასება“
III ადგილი:
მახსოევი ზაზა (სემესტრი V), მოხსენების სათაური: „უპილოტო საფრენი აპარატით (დრონებით) ჩადენილი ნარკოდანაშაულის სამართლებრივი შეფასება ტექნოლოგიური განვითარების პირობებში: საქართველოს კანონმდებლობის შედარებით-სამართლებრივი ანალიზი ევროპულ და ამერიკულ სამართალთან“
III სექცია – საჯარო სამართლის მიმართულება:
ქვესექცია – ადმინისტრაციული სამართალი
I ადგილი:
i) დვალი ელენე (სემესტრი VII), მოხსენების სათაური: „„კანონიერი ნდობისა“ და „არსებულის შენარჩუნების“ პრინციპების მოქმედება ადმინისტრაციულ სამართალში“
ii) ლომაური ნინო (სემესტრი V), მოხსენების სათაური: „არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება ადმინისტრაციულ სამართალში (უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მაგალითზე)
II ადგილი:
i) გოგილაშვილი მარიამ (სემესტრი III), მოხსენების სათაური: „ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება და მისი ფარგლები“
ii) ხუჭუა ელენე (სემესტრი V), მოხსენების სათაური: „ხელოვნური ინტელექტის საჯარო მმართველობაში დანერგვის პერსპექტივა“
III ადგილი:
ნიორაძე გიორგი (სემესტრი III), მოხსენების სათაური: „საქმის გარემოებათა გამოკვლევის პრინციპის არსი ადმინისტრაციულ წარმოებაში“
ქვესექცია – კონსტიტუციური სამართალი
I ადგილი:
ღლონტი ნიკოლოზ (სემესტრი V), მოხსენების სათაური: „საკონსტიტუციო კონტროლის შესაძლებლობა კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით“
II ადგილი:
ჩოგოვაძე ანანო (სემესტრი VII), მოხსენების სათაური: „სუროგაციის კონსტიტუციურ-სამართლებრივი კონტექსტი“
III ადგილი:
ლომაშვილი ნინო (სემესტრი VII), მოხსენების სათაური: „ფორმალური საკონსტიტუციო კონტროლის პერსპექტივა საკონსტიტუციო კონტროლის ქართულ მოდელში“
IV სექცია – საერთაშორისო სამართლის მიმართულება
I ადგილი – არ გამოვლენილა
II ადგილი:
შუბითიძე ანა (სემესტრი III), მოხსენების სათაური: „მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს 1996 წლის ბირთვული იარაღით დამუქრების ან გამოყენების მართლზომიერების შესახებ საკონსულტაციო დასკვნის ორაზროვნება - საერთაშორისოსამართლებრივი წესრიგის შენარჩუნების გზაგასაყარზე“
III ადგილი:
კოპალიანი მარიამ (სემესტრი V), მოხსენების სათაური: „როდის იქცევა ხელოვნება დანაშაულად? შემოქმედების თავისუფლების შეზღუდვის ფარგლები საერთაშორისო სამართალში“
V სექცია – სამართლის ისტორიისა და სამართლის მეთოდების მიმართულებები:
ქვესექცია – სამართლის ისტორია
I ადგილი – არ გამოვლენილა
II ადგილი:
ლომიძე თამარ (სემესტრი V), მოხსენების სათაური: „სამართლის ისტორიული ევოლუცია და მისი ზღვარი სამართლიანობასთან დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელის“ და „ძმები კარამაზოვების“ მიხედვით
III ადგილი:
ჭეღელიძე ელენე (სემესტრი V), მოხსენების სათაური: „VIII-XII საუკუნეების საქართველოში საეკლესიო და საერო ხელისუფლების თანამშრომლობა“
ქვესექცია – სამართლის მეთოდები
I ადგილი:
სარაჯიშვილი ალექსანდრე (სემესტრი V), მოხსენების სათაური: „ჟან ჟაკ რუსოს პოლიტიკური სამართლის პრინციპები და იაკობინელთა დიქტატურა“
II ადგილი:
ერისთავი ცოტნე (სემესტრი V), მოხსენების სათაური: „სამართლის წმინდა თეორია: კელზენი და ავტორიტარიზმი“
III ადგილი – არ გამოვლენილა